SERVICES

რას გთავაზობთ?

კლიპების, რეკლამების, სადღესასწაულო ღონისძიებების, კორპორატიული საღამოებისა და სხვა სახის ფოტო-ვიდეო პროდუქტის შექმნას...

საქორწილო ვიდეო კლიპი

დღე რომელიც ცხოვრებაში ყველაზე განსაკუთრებულია, დღე რომელიც აუცილებლად ღიმილით უნდა გავიხსენოთ. ამისათვის კი ხარისხიანი ფოტო და ვიდეო გადაღება დაგჭირდებათ!

სარეკლამო ვიდეო რგოლი

ვიდეო რგოლის დამზადება დღევანდელი სარეკლამო ინდუსტრიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ჩვენ გთავაზობთ სრული ვიდეო მარკეტინგის მომსახურებას, რომელიც მოიცავს ვიდეო მარკეტინგის გეგმის შედგენას, ვიდეო რგოლის დამზადებას და ვიდეო რგოლის რეკლამირებას Facebook-ში, youtube-სა და სხვა ინტერნეტ რეკლამების პლატფორმებზე.

კორპორატიული საღამო

კორპორატიული წვეულება აუცილებელი ღონისძიებაა ნებისმიერი კომპანიისთვის, რადგან იგი ხელს უწყობს კოლექტივის შეკავშირებას, გუნება-განწყობის ამაღლებასა და სტრესული ან დაძაბული ატმოსფეროს განმუხტვას. რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის ღონისძიება კარგად დასამახსოვრებელი იქნება თუ მაღალი ხარისხის ვიდეო რგოლი გვექნება.

მუსიკალური კლიპის გადაღება

იმისთვის, რომ წარმატებული და ცნობილი მომღერალი გახდე, მხოლოდ ნიჭი, სურვილი და მონდომება არ კმარა. ეს ყველაფერი ფინანსებს უკავშირდება, მით უმეტეს, თუ დებიუტანტზეა საუბარი. შეიძლება, ვინმემ ისიც თქვას, თუ ხმა აქვს, ფული რა საჭიროაო, მაგრამ ფინანსებს უკავშირდება სიმღერის შეძენა, ტექსტის დაწერა, ხმის ჩამწერ სტუდიაში მუშაობა, არანჟირება. ამის შემდეგ იწყება მეორე ეტაპი. კლიპის გადაღება, სადაც ჩვენი ჯგუფი ხელს შეუწყობს ყველა დამწყებ და ახალბედა მომღერალს, აიხდინოს თავისი ოცნება და ჰქონდეს მაღალი ხარისხის ვიდეო რგოლი მინიმალურ ფასად. ასევე ნებისმიერ მსურველს მინიმალურ ფასად შეეძლება გადაიღოს მაღალი ხარისხის ვიდეო რგოლი.

საბანკეტო ვიდეო რგოლი

ბანკეტი - ეს ის დღეა, როდესაც ადამიანის ცხოვრებაში ერთი, კონკრეტული ნაწილი მთავრდება და ადამიანებთან 12 წლიან ურთიერთობას მხიარული დღით ნაწილობრივ აგვრიგვინებ. მთავრდება აქტიური ურთიერთობა კლასელებთან და წლების შემდეგ , ეს დღე, მუდმივ გასახსენებელ თემად იქცევა. საუკეთესო გახსენება კი საუკეთესო და მაღალი ხარისხის ვიდეო რგოლით შეიძლება.

რატომ უნდა ითანამშრომლოთ ჩვენთან?

ხარისხიანი რეკლამა საშუალებას გაძლევთ არა მხოლოდ აამაღლოთ ბრენდის ცნობადობა, არამედ საგრძნობლად გაზარდოთ თქვენი პროდუქტისა და მომსახურების გაყიდვების რიცხვი. კლიენტის დაკვეთასთან ინდივიდუალური და ორიგინალური მიდგომა გარანტირებულად მაღალი ხარისხის მომტანია. პროფესიონალ, შედეგზე ორიენტირებულ გუნდთან თანამშრომლობა კომფორტული და მოსახერხებელია. ჩვენი ჯგუფის კვალიფიციურმა გუნდმა ყველაზე კარგად იცის რა იქნება თქვენთვის და თქვენი კლიენტებისთვის მომგებიანი, დაგვიკავშირდით, მოგვიყევით თქვენს შესახებ და დაელოდეთ ჩვენს შემოთავაზებას.